03 სექტემბერი 2026,   15:17
ვრცლად
სასამართლოში ძმებ კაკულიების პროცესი გაგრძელდება - ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ, თუმცა დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს ძმები კაკულიების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოხდება ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა; დაიკითხებიან მოწმეებიც.

კონკრეტულად, ვინ წარდგება დღეს სასამართლოს წინაშე - ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დავით და გურამ კაკულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ, თუმცა დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს.

დაკავებულ ძმებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილზე მომხდარ თავდასხმასა და ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები