26 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
მაიკ პენსის რეზიდენციაში გასაიდუმლოებული დოკუმენტების კიდევ 4 ყუთი აღმოაჩინეს

შეერთებულ შტატებში გასაიდუმლოებული დოკუმენტების კიდევ 4 ყუთი აღმოაჩინეს. ამჯერად საიდუმლო ინფორმაცია, მაიკ პენსის ინდიანას შტატის ქალაქ კარმელში მდებარე რეზიდენციაში ინახებოდა.

ათამდე დოკუმენტი ყოფილი ვიცე პრეზიდენტის ადვოკატმა აღმოაჩინა და ფაილები გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა. პენსის წარმომადგენლის თქმით, ყოფილ ვიცე პრეზიდენტს დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ის მზადაა ითანამშრომლოს ეროვნულ არქივთან და გამოძიებასთან.

დღის ამბები