26 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
გელათის მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.

"დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცეცხლი, დაახლოებით, 2 კვირის წინ მამათა მონასტრის სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში გაჩნდა. არქიმანდრიტმა იოსებ ბურჯანაძემ 44%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

დღის ამბები