21 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

100-მდე გაიზარდა პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მათ შორის, დიდი ნაწილი პოლიციელია.

ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ სამართალდამცველები იყვნენ თავდსხმის სამიზნე.

აფეთქება სამლოცველოში 2 დღის წინ, ავღანეთის საზღვართან ახლოს ქალაქ პეშავარში შუადღის ლოცვის დროს მოხდა. დაშავდა 225-ზე მეტი ადამიანი. მომხდარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ის პაკისტანის „თალიბანს“ დაუკავშირა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი აფეთქებებით ტერორისტები პაკისტანის დამცველების დაშინებას ცდილობენ.

დღის ამბები