09 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
თვითგამოცხადებული დონეცკის არჩევნებში მოქმედმა პრემიერმა გაიმარჯვა

პრორუსმა სეპარატისტებმა ე.წ. არჩევნების შედეგები გამოაქვეყნეს. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არჩევნებში მოქმედმა პრემიერმინისტრმა ალექსანდრე ზახარჩენკომ გაიმარჯვა, მოქმედი პრემიერმინისტრი იგორ პლოტნიცკი გახდა ლუგანსკის ლიდერიც.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არ სცნობს ოფიციალური კიევი და საერთაშორისო გაერთიანება. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ და მინსკის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კიევსა და დონბასს შორის აქტიური დიალოგი უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები