21 სექტემბერი 2024,   05:05
ვრცლად
"რუსთავი 2"-ში ირაკლი კობახიძის სტუმრობის პარალელურად "ნაცმოძრაობის" რამდენიმე აქტივისტის შეკრებას დიმიტრი სამხარაძე ეხმიანება

"რუსთავი 2"-ში ირაკლი კობახიძის სტუმრობის პარალელურად "ნაცმოძრაობის" რამდენიმე აქტივისტის შეკრებას დიმიტრი სამხარაძე ეხმიანება.

სამხარაძე ამბობს, რომ მათ "ვერც თვითონ გაბედეს მანქანებიდან გადმოსვლა, ვერც შეშინებული უფროსებისგან მიიღეს მსგავსი დავალება.

"მშიშრები და ლაჩრები, ვერც თვითონ გაბედეს მანქანებიდან გადმოსვლა, ვერც შეშინებული უფროსებისგან მიიღეს მსგავსი დავალება. როგორც ჩვენი ბიჭები ამბობენ, ორი ცალი მოძრაობდა აქეთ-იქით, ერთი ისე დაბოდიალობდა, მეორე ჩუმად იღებდა ვიდეოებს. დედლები ისე გაიპარნენ, ვითომ საერთოდ არ ყოფილან. თავისი ტელევიზიების ჟურნალისტები კი ყავდათ მობილიზებული და ისინი მიუშვეს ბიჭებთან.

ეგ არის არ მოგასვენებთ, ყველგან დაგხვდებით და დისკომფორტს შეგიქმინოთო?ბოლოს ერთმა დადო ვიდეო, დავტროლეთო. აბა ჩავისვარეთ შიშითო ხო არ დაწერდით. მისულიყავით იქ თუ იყავით ბარემ, რატო ვერ მიბედეთ? ქათმები!" - წერს სამხარაძე.

დღის ამბები