02 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
"ვივამედში" სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მივიდნენ

"ვივამედში" სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მივიდნენ. კლინიკაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე .

როგორც გიორგი ბურჯანაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა "ვივამედიდან" და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლის.

"დაახლოებით 2 კვირის წინ მივიღეთ მისი თხოვნა ვიზიტთან დაკავშირებით. ეს ვიზიტი დაიგეგმა, განხორციელდა. ჩვენი მიზანია მისი სამედიცინო მდგომარეობის შეფასება. ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება, შემდგომ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ, გავაანაზილებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და ამის მიხედვით გვექნება შემდგომი მოსაზრება," - თქვა ბურჯანაძემ.

დღის ამბები