17 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი დაესწრო

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი მიშელ ვიონი დაესწრო. "ფი-აი-სის" ხელმძღვანელი ტურნირის ორგანიზებითა და მსვლელობით კმაყოფილია.

მსოფლიო პირველობაზე ამ დროისთვის პრიზიორები ხუთ დისციპლინაში გამოვლინდნენ, დარჩენილია ორი სახეობა.

ტურნირის 12-ე საშეჯიბრო დღეს დიდველის მთაზე გუნდური "სნოუბორდ კროსის" ფინალი გაიმართება, დღესვე ბიგ ეარის საკვალიფიკაციო ეტაპები ჩატარდება, რომელშიც ორი ქართველი სპორტსმენი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები