12 მაისი 2024,   12:10
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, "იდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრიალზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ათი წუთი გაგრძელდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის, პოლ ველანის გათავისუფლებისა და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.

"დასავლეთი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება," -უთხრა ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბლინკენმა და ლავროვმა მხოლოდ გაისაუბრეს და მოლაპარაკებები არ ყოფილა.

დღის ამბები