17 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
ბაკურიანი ორი კვირაა მასშტაბურ სპორტულ მოვლენას მასპინძლობს -  მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღე დარჩა

მეჩვიდმეტე დღეა ბაკურიანი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. წლის მთავარი სპორტული მოვლენა - მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება. ტურნირი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დღეს, დარჩენილი ორი დისციპლინის ფინალები გაიმართა, ფრისკი ჰალფ ფაიფსა და ბიგ ეარის სახეობებში.

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი 7 სახეობაში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატებმა ჩატარებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველომ დროშა გადასცა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას - შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს, ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

 

ავტორი: ოთარ თევზაძე. 

დღის ამბები