17 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს მანქანები, რომელთა დიდი ნაწილიც შსს-ს ეკუთვნის

საკმაოდ მძიმე, მეორე ღამის შემდეგ სიმშვიდეა რუსთაველის გამზრიზე - აღდგენილია ტრანსპორტის გადაადგილება. პარალელურად, ტერიტორიაზე მუშაობენ დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.

დედაქალაქის მთავარი გამზირი იწმინდება ნარჩენებისა და დამტვრეული, დამწვარი სკამებისა და ნაგვის ურნებისგან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებისთვის მობილიზებული იყო ევაკუატორებიც.

გასული ღამის განმავლობაში დემონსტრანტებმა დააზიანეს და დაწვეს მანქანები. მათი დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტრანსპორტია.

დასუფთავების სამსახურის წარმომადგენები მუშაობენ პარლამენტის ეზოშიც, სადაც ჩამსხვრეულია საკანონმდებო ორგანოს ფანჯრის მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები