17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გაზი გაუშვეს, სიმართლეს არ შეესაბამება - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სტუდენტების მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გაზი გაუშვეს და მეტროსადგური ჩაკეტილია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წამრომადგენელმა დაუდასტურა, აღნიშნული მეტროსადგური შეუფერხებლად მუშაობს და მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ინფორმაციით, აქციის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის დიდი ნაკადის გათვალისწინებით, გუშინაც და დღესაც, დამატებითი მეტროს ვაგონები მუშაობს, რომ ხალხს მეტროსადგურში გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. 

დღის ამბები