17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
8 წლის გვანცა ყაზარაშვილის სახლში დასაბრუნებლად საზოგადოების თანადგომა სჭირდება - შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის რეანომობილი 10 000$ ჯდება

8 წლის გვანცა ყაზარაშვილის საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება. მძიმე დიაგნოზის სამკურნალოდ - თავის ტვინის ღეროს ინფილტრაციული გოიომა, გვანცა საფრანგეთში იმყოფებოდა. პატარას საქართველოში, ოჯახთან დაბრუნება სურს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან გვანცას თვითმფრინავით ჩამოყვანა მისივე ჯანმრთელობის გამო ვერ ხერხდება. შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილი კი 10 000 დოლარი ღირს. ამიტომ, მისი ახლობლები პატარა გვანცას სახლში დასაბრუნებლად საზოგადოების თანადგომას ითხოვენ.

ანგარიშები მითითებულია პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"გამარჯობა მეგობრებო, დღეს დამირეკეს ოფიდან და მითხრეს რომ გვანცას გადაყვანა ვერ მოხერხდება თვითმფრინავით, ამიტომ დავრეკეთ კატასტროფულ სამსახურში, რეანომობილით რომ ჩამოვიყვანოთ გვანცა, საჭიროა 10 000$.

რეანომობილი უზრუნველყოფილია ყველა სამედიცინო აღჭურვილობით რაც გვანცას ესაჭიროება, გთხოვთ დაგვიდექით გვერდში რათა გვანცას ავუხდინოთ სურვილი მას საქართველოში უნდა ბებოსთან და თავის ახლობლებთან გთხოვთ ავუსრულოთ სურვილი  მეტი გზა აღარ დარჩა საქართველოში დასაბრუნებლად

გვანცასთვის ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი სურვილის ასრულება რომ ჩაეხუტოს თავის საყვარელ ადამიანებს

თითოეულის გაწეული დახმარება მცირედი ძალიან ბევრს ნიშნავს მთლიანობაში 

გადაზიარეთ გთხოვთ ყველამ 

ამითაც დაგვეხმარებით ძალიან, იქნებ გამოჩნდეს კომპანია, ვინც დაგვაფინანსებს 

"საქართველოს ბანკი" 

#GE17BG0000000528166377

"თიბისი ბანკი" 

#GE36TB7408545064300016

საზღვარგარეთიდან ჩასარიცხად:

PayPal:

@LindaAsanishvili

მიმღები:

(დედა) ლინდა ასანიშვილი. 

 

Open photo

დღის ამბები