17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
თბილისში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, გარდაცვლილია 70 წლამდე ასაკის მამაკაცი

თბილისში, საბურთალოს რაიონში, იყალთოს ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი.

როგორც ,"პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

დღის ამბები