15 ივნისი 2024,   03:03
ვრცლად
American Idol-ის პირველ live-კონცერტზე ხმის მიცემა თბილისის დროით, 18 აპრილის გამთენიის 4 საათიდან დაიწყება - ნუცა ბუზალაძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

ნუცა ბუზალაძე გულშემატკივარს მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. American Idol-ის პირველი live-კონცერტი დღეს, თბილისის დროით, გვიან ღამით გაიმართება. ტრანსლაციის ნახვა პირდაპირ რეჟიმში შესაძლებელი იქნება Hulu.com-ზე.

ამერიკაში ხმის მიცემის პერიოდი საქართველოს დროით 18 აპრილის გამთენიის 4:00-საათიდან 18 აპრილის 14:00-საათამდეა, სწორად ამ დროის მონაკვეთში მაყურებლების მიერ მიცემული ხმებით ხდება კონკურსანტების გადარჩევა ყოველ ტურში. ვინც მაყურებლების მხრიდან ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს, ის კონკურსანტი გააგრძელებს შეჯიბრს მომდევნო ტურში.

დღის ამბები