საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიაში იმყოფება. ვახტანგ გომელაური უკვე შეხვდა მის გერმანელ კოლეგას. აქცენტი გაკეთდა უწყებებს შორის თანამშრომლობაზე ისეთ სფეროებზე, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ნენსი ფეზერს, რომელიც გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი შინაგან საქმეთა მინისტრია, ვახტანგ გომელაურმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, გერმანიის პირველმა პოლიციელმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს მიერ, ევროკავშირთან "რეად მისიის" შეთანხმების განხორციელება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საპასუხოდ ქვეყანაში გატარებული რეფორმები.