მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, თითქმის ნახევარი კი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ახლა საქართველოში 114 ვეტერანია, მათი ნაწილი დღეს კიკვიძის პარკში შეიკრიბება.
ადგილზე მოსვლას აპირებს საკანონმდებლობ და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები. ირაკლი ღარიბაშვილი კი მემორიალს დაახლოებით 1 საათში შეამკობს.
"მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იმით, რომ ჯერ ერთი ვზეიმობთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას და მეორე და იმ ტკივილს, რომელიც მოგვყვება იმ დროიდან - დღესაც მოუშუშებელია. ომი არის საშინელება და რა უნდა იქნეს დაშვებული, რამე თუ ის სპობს დიდს, პატარას, მაგან არ იცის არჩევა ბავშვია თუ მოხუცია, უდანაშაულო ადამიანები იხოცება და დღევანდელი თაობა, ყველა სახელმწიფო იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ მშვიდობა იყოს განმტკიცებული და ამ მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში უნდა ცხოვრობდეს ყველა ადამიანი," - აცხადებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვლადიმერ ტაბაღუა.