ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშს, ოპოზიციამ დემარში პარლამენტში მოაყოლა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინა და ამ ფორმით, ელჩების პოზიცია გაიზიარა.
ოპონენტების ქცევას პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დროშის უპატივცემულობა უწოდა.
ელჩების დემარში რუსეთთან ფრენების საკითხზე, დღეს სესიაზე მთავარი განსახილველი თემა იყო. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დიპლომატების პოზიცია ფაქტობრივად რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას გულისხმობს, რაც მისი თქმით, განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობას დააზარალებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სანქციები არ დაწესდება, თუმცა, სანქცირებული ავიაკომპანიები საქართველოში არ იფრენენ.
სწორედ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება გახდა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მწვავე გამოხმაურების მიზეზი. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი პარტიისგან პასუხები მოითხოვეს, როგორც ელჩების დემარშზე, ისე პირდაპირი ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე.
ოპოზიციის კრიტიკის პასუხად, დღეს მმართველმა პარტიამ ევროკავშირის 17 ქვეყნის დემარშის დოკუმენტიდან ამონარიდიც გაასაჯაროვა. ნიკა სამხარაძემ ის სხდომაზე წაიკითხა და შინაარსის მიმართ შენიშვნებიც გამოთქვა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც დოკუმენტში მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიებიც ოკუპირებულია.
განცხადებები გაკეთდა სხდომათა დარბაზის მიღმაც. მმართველი ძალის წარმომადგენლებმა დღეს თქვეს, რომ ელჩების მხრიდან ეს დემარშის პირველი შემთხვევა არ არის. პირველი მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰქონდათ, რაც მოგვიანებით, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულად გააქარწყლა. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს, რომ გუშინდელი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების პოზიცია ასევე უსაფუძვლო და უსამართლოა.
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დემარში გუშინ გამოუცხადეს, მიზეზი რუსეთთან ფრენების აღდგენა გახდა. საკუთარი გადაწყვეტილება მათ ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს პირადადაც გააცნეს.
საზოგადოებას ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის დოკუმენტიდან ამონარიდი ნიკა სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე წაუკითხა და შინაარსის მიმართ პრეტენზიებიც გამოთქვა. უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც დოკუმენტში მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიებიც ოკუპირებულია. ნიკა სამხარაძემ გარდა ამ დეტალისა, დღეს ისიც თქვა, რომ საქართველოს ინტერესებსა და მოთხოვნებს, რიგ შემთხვევებში ევროკავშირი არ იზიარებს.
სწორედ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში და პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოში, პლენარულ სხდომაზე მსჯელობდნენ. ოპოზიციამ ხელისუფლება ევროკავშირის გუშინდელი პოზიციიდან გამომდინარე დღეს არაერთხელ გააკრიტიკა, ისმოდა კითხვებიც პირდაპირი ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე.
ბოლო დროინდელ კრიტიკას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არგუმენტები დღევანდელ პლენარულ სხდომაზევე დაუპირისპირა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სანქციები მხოლოდ საქართველოს მოსახლეობასა და ეკონომიკას დააზიანებს, შესაბამისად მისი თქმით, რუსეთთან ფრენები არ გაუქმდება, თუმცა, საქართველოში არც სანქცირებული ავიაკომპანიები შემოვლენ. ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღეს, ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშიც შეაფასა.
სხდომათა დარბაზის გარდა, პოლიტიკოსებმა განცხადებები დარბაზის მიღმაც გააკეთეს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობენ, რომ, როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, როგორც ამას ევროკავშირი ურჩევს, თუნდაც დაუწესოს რუსეთს სანქციები.
მმართველ პარტიაში დღეს თქვეს, რომ ეს დემარშის პირველი შემთხვევა არ არის. პირველი მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰქონდათ, რაც მოგვიანებით, ქართული ოცნების თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულად გააქარწყლა. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს, რომ გუშინდელი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების პოზიცია ასევე უსაფუძვლო და უსამართლოა.