25 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
"არ ვაღიარებ დანაშაულს, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო" - აჩიკო მეფარიძე მის მიმართ წაყენებულ ბრალზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის საქმის განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 2 სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

მეფარიძემ პირველი კომენტარი მედიასთან პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა და განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მომღერალს ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობის განხორციელებას და მუქარას ედავება.

"არ ვაღიარებ დანაშაულს. ის, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო. იმედი მაქვს სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა მომღერალმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ აჩიკო მეფარიძესა და ლელა ჯუღელს შორის ინციდენტი თბილისში, გასული წლის აპრილში მოხდა. დაზარალებული მეფარიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ბრალდებაზე მაქსიმალურ სასჯელად ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. აჩიკო მეფარიძეს 5 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დღის ამბები