04 მაისი 2024,   12:05
ვრცლად
საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებული მრავალეროვნული საველე სწავლება დაიწყო

საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებული მრავალ ეროვნული საველე სწავლება დაიწყო. ერთკვირიან წვრთნას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მასპინძლობს. სწავლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მოიცავს როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს - სწავლებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ. 

დღის ამბები