04 მაისი 2024,   14:28
ვრცლად
სტიქია გურჯაანში - როგორია ვითარება ადგილზე

გურჯაანი რამდენიმე საათის წინ, სტიქიური უბედურების ზონად იქცა. ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად, მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და ცენტრალურ გზებზე გადმოვიდა.

მოვარდნილმა ღვარცოფმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მანქანები ჩაძირა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ადგილობრივების სახლები. უმძიმესი მდგომარეობაა სოფელ ძირკოკში, ჭანდარში, ახაშენსა და ზიარშიც, სადაც ხევებიდან გადმოსულმა წყალმა და სეტყვამ ადგილობრივებს ვენახები დაუზიანა.

სტიქიის გამო დენი არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს, რადგან ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე საათია მაშველები და მუნიციპალური სამსახურები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი.

დღის ამბები