ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია.ქართველმა მოფარიკავემ, ნახევარფინალურ ეტაპზე თურქი ენვერ ილდირიმი დაამარცხა, ხოლო ტურნირის ფინალში უნგრელ მეტოქეს სძლია.
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ პოდიუმზე ასვლა ზედიზედ მეთორმეტე პრესტიჟულ ტურნირზე შეძლო.