საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. ალიხან სმაილოვის დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში იმართება.
საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდებიან, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.