08 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ევროკომისიამ 40 ათასამდე ლტოლვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკომისიამ იტალიისა და საბერძნეთის ტერიტორიაზე მყოფი 40 ათასამდე ლტოლვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, ევროპის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მაინც ვერ მოახერხეს კვოტირების სისტემაზე შეთანხმება, რომელიც 120 ათასი მიგრანტის გადანაწილებას ეხება.

გარდა ამისა, ევროკავშირი შიდა საზღვრებს ღიას ტოვებს, თუმცა, გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს.

"საზღვრების დახურვა და ამ ადამიანების გარეთ დატოვება, არარეალისტური, პოპულისტური და უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა ასევე არარეალისტური იქნება ყველა საზღვრის გახსნაც, რადგან სერიოზულად დავაზარალებთ ევროპას” - განაცხადა ევროპის კომისიის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა.

მიგრანტების კრიზისის გამო, რამდენიმე ქვეყანამ და პირველ რიგში გერმანიამ, რამდენიმე დღის წინ გაამკაცრა კონტორლი შიდა საზღვარზე. თუმცა, ევროკომისრებმა აღნიშნეს, რომ ასეთი სახის გადაწყვეტილება არის დროებითი და ის არ ნიშნავს შენგენის ზონის დასასრულს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები