17 ივნისი 2024,   19:14
ვრცლად
აზიის ქვეყნებს ტაიფუნმა დოქსურმა გადაუარა - მხოლოდ ჩინეთში სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აზიის ქვეყნებს ტაიფუნმა "დოქსურმა" გადაუარა. მხოლოდ ჩინეთში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაკეტილია რკინიგზისა და მეტროს ბევრი სადგური. დატბორილია აეროპორტები. მეწყრის შედეგად დაბლოკილია ასობით გზა.

ჩინეთის მთავრობამ პეკინში, მატარებლებში ჩარჩენილი მგზავრებისთვის მარაგის მისაწოდებლად 4 სამხედრო ვერტმფრენი გაგზავნა. ქარიშხლის შედეგად მილიონობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ათასობით ადგილობრივი საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანეს.

სტიქიისგან მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აჭარბებს. ქარიშხალი და წყალდიდობა იყო ფილიპინებში, ტაივანსა და იაპონიაში. აზიის ქვეყნები ამ კვირას "დოქსურის" შემდეგ კიდევ ერთ ტაიფუნს ელოდებიან.

დღის ამბები