პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის განცხადებით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ამ დრომდე მოუგვარებელია უკრაინელების მიერ პოლონელების გენოციდის აღიარების საკითხი.
მისივე თქმით, უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები და 80 წლის წინ ვოლინში ჩადენილი ჯერ კიდევ გამოუძიებელი გენოციდი და მსხვერპლთა ექსჰუმაცია.
საუბარია "უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის" წევრების მიერ, 1943-44 წლებში პოლონეთში, ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის რეგიონებში 100 000-მდე პოლონელის ამოხოცვაზე.