პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ონშია. პრემიერი საგანგებო შტაბის წევრებთან თათბირს მართავს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ონში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი.
მთავრობის მეთაური შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ისმენს.
პრემიერ-მინისტრი მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, რასაც "კურიერი" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.