15 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც ამხელა ტრაგედიის დროს გაქვს იმის უნარი, რომ მსგავსი ტყუილი გაავრცელო, გქვია ერთადერთი სახელი - ნაცი!

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის და ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ფეიკ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ამ რთულ დროსაც კი არ ამბობს უარს ყალბი ამბების გავრცელებაზე და ცდილობს, მოსახლეობა მათ ნამდვილობაში დაარწმუნოს.

"ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე რას აღარ კადრულობს ნაცმოძრაობის ხროვა!!!
ირაკლი კობახიძეს და ვახტანგ გომელაურს უვრცელებენ მსგავს ფეიკებს და ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ ეს აბსურდი!!! როდესაც ამხელა ტრაგედიის დროს გაქვს იმის უნარი, რომ მსგავსი ტყუილი გაავრცელო, გქვია ერთადერთი სახელი - ნაცი!!! არავინ დაიჯეროს ეს სისულელე!!!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის “ფეიკ”-განცხადებები გავრცელდა, რომელიც შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხება.

დღის ამბები