საქართველოში საფრანგეთის საელჩო შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
საფრანგეთის საელჩომ, სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"საქართველოში საფრანგეთის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყრის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ, სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.