15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ემოციური ფონია და აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება - ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე

"ქართული ოცების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რაშაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. როგორც მან მედიასთან ტრაგედიის შეფასებისას აღნიშნა, ახლა ემოციური ფონი მაღალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასკვნების გამოტანა არავინ იჩქაროს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს ჰყავს კომპეტენტური პირები, რომლებიც გამოიკვლევენ მიზეზებს და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნების გამოტანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ემოციური ფონია და აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია არავინ არ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები რომლებსაც დეტალური დასკვნის დადება შეუძლიათ ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება ეს დასკვნა ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს განცხადებები", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები