19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
1 ცხედარი ნანახია კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში-თემურ მღებრიშვილი

სტიქიური უბედურების ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დილიდან ნაპოვნია ორი დაღუპული. მათგან ერთი მოზარდი, ერთი კი ქალია. გარდაცვლილთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.

ოთხის გარდა, ყველა ცხედარი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს დნმ კვლევა. შოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მუშაობას განაგრძობს 90-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა.

ასევე, დაწყებულია მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდის მონტაჟის სამუშაოები.

"1 ცხედარი ნანახია კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე- მოზარდის ცხედარია, მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში. როგორც გუშინ დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. წავიწიეთ წინ და დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს დაავადებების საფრთხე რის გამოც მაქსიმალური უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული,"- აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამძებრო ტერიტორიებს 9 ლოკაცია დაემატა.

"დაგვემატა მე-9 ლოკაცია, მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა უკვე მძიმე ტექნიკითაც კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად ამ არეალის დამუშავება შესაძლებელი გახდა. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღე იმატებს, რადგანაც მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ყველაზე დიდი სირთულე არის სამუშაო პირობები, რომელიც უკავშირდება მასას და მის შემადგენლობას, რომელიც რთულად ექვემდებარება დამუშავებას. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზის გახსნა, რამაც შესაძლებლობა მოგცა მჟავე წყლებთან მიახლოების და აქედან მდინარის ფონით გადავედით საპირისპირო მხარეს,"- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

 

დღის ამბები