პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, შოვში მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
"როდესაც ხდება ქვეყანაში ასეთი დიდი უბედურება და ტრაგედია, რომელიც მთელ ერს უნდა აერთიანებდეს, ამის მიუხედავად, ეს ხალხი არის ჩასაფრებული საიმისოდ, რომ როგორღაც ეს დიდი ტრაგედია საკუთარ სამსახურში ჩაიყენოს და ხელი მოითბოს. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია იმასთან ერთად, რაც ტრიალებს ახლა შოვში. ადამიანები არიან ჩასაფრებული, რომ ტრაგედია თავისი მერკანტილური, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არის არამც თუ ამორალური, ასეთი რამ დაუშვებელი უნდა იყოს, ვერ იტევს ვერცერთი მორალური სტანდარტი ასეთ ქცევას, რასაც მიმართავს ოპოზიცია.“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.