ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს - ის საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტრომ ბრძანება უკვე გამოსცა.
მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება.
ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.