15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ომის პერიოდი იყო საქართველოს უმძიმესი, რომელიც განპირობებული იყო იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გაუთვლელი და ლაჩრული ქმედებებით - ირაკლი ქადაგიშვილი

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით,ეს იყო საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც მათი თქმით, გარკვეულწილად განპირობებული იყო იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯებით.

"ომის წინა პერიოდი, თვითონ ომი და ამის შემდეგი პერიოდი ეს იყო საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა. ეს გარკვეულწილად განპირობებული იყო იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გაუთვლელი და ლაჩრული ქმედებებიდან გამომდინარე. მაგრამ ვინც თავი შესწირა სამშობლოს ისინი არიან ქვეყნის ისტორია. იოს, ვინც ამ ომში უგვანოდ მოიქცა, რა თქმა უნდა, სირცხვილია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე კი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი სირცხვილი საქართველოს ისტორიაში, რომელზეც შეფასებები ხშირად უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ყველას ახსოვდეს იმდროინდელი ხელისუფლების სახე:

"ეს იყო ერთ-ერთი სირცხვილი საქართველოს ისტორიაში. ასეთი შეფასებები აუცილებლად უნდა კეთდებოდეს კიდეც, რადგანაც ჩვენ კარგად ვხედავდეთ და სწორი შეფასება გვქონდეს იმ დღეებში მიმდინარე მოვლენებზე. საქართველოს ხელისუფლებას ააქვს ზედმიწევნით სწორი შეფასება იმისა, თუ რა მოხდა აგვისტოში. კრიტიკას ვიღებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და არის მცდელობა, რომ არასწორი ინტერპრეტირება მოხდეს ხელისუფლების პოზიციების,"- აღნიშნავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები