17 ივნისი 2024,   19:00
ვრცლად
12 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - თელასი განცხადებას ავრცელებს

კომპანია თელასის ცნობით, 12 აგვისტოს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 03:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის, საკანდელიძის, უნივერისტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორორაიონების (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები