15 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები - კობახიძე შოვის ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით დაწყებულ საგამოძიებო პროცესზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესი სტანდარტებთან შესაბამისად არის შექმნილი.

"ასეთი ინიციატივები ბუნებრივია, არავის უკვირს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტანდარტებთან შესაბამისად არის შექმნილი და დაწყებულია საგამოძიებო პროცესი. 

ასევე შეგახსენებთ, რომ სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება იქ არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები, თუმცა აქაც ახერხებს სამწუხაროდ ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა. არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ეცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მათ სცადეს პოლიტიკური ქულების დაწერა მთელი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა უკან შეუბრუნდათ ეს ყველაფერი. იმდენად ამაზრზენი იყო ის სპეკულაციები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ შოვის თემასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, რომ არ ეცადონ ისეთი თემებით სპეკულირება, რომლებითაც სპეკულირება უბრალოდ არ შეიძლება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები