15 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
შოვში სტიქიის ზონაში, სამძებრო ოპერაციისას, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ახალი დავალებები გასცა

შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა ახალი დავალებები გასცა. თავდაცვის ძალები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ ლოკაციაზე მუშაობენ. მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართულები.

"თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის, მესამე ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბატალიონის, ეროვნული გვარდიისა და ლოჯისტიკის სარდლობის 200 სამხედრო მოსამსახურე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართულია ძებნა-შველის სამუშაოებში სტიქიის ზონაში. სამუშაოები ხორციელდება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სპეცტექნიკისა და სპეციალური საინჟინრო საშუალებების გამოყენებით ათ ლოკაციაზე, აგრეთვე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტის 24 საათიან მონიტორინგს ახორციელებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფი", - განაცხადა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა.

 
დღის ამბები