15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
შსს-ს სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება - ირაკლი კობახიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს პირველივე საათებიდან ჰქონდა ყველაფრის ადგილზე ნახვის, იდენტიფიცირების საშუალება და სამწუხაროდ, რეალობა იყო ასეთი - ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, მისი გადარჩენა რეალურად შეუძლებელი იყო, _ შოვში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, „ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იყო მყისიერად. იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იყო გამოყენებული.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც უბრალოდ, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან მძიმე სპეკულაცია.

"ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებული იქნა მყისიერად. იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირება კონკრეტულ ლოკაციებზე, ასევე ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება, რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული. არის უამრავი სპეკულაცია, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც ძალიან მძიმე სპეკულაციაა. ვინც ადგილზე გაეცნო ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო , მარტივი მიზეზის გამო- იყო მყისიერი სტიქია და ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვინც მოყვა ღვარცოფის მასაში მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები