15 ნოემბერი 2024,   16:09
ვრცლად
ანდრია გვიდიანი - შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად, აბსოლუტურად ამორალურად და დაუმსახურებლად ესვრიან ტალახს

ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე პირადად იყო ჩართული ყველა ღონისძიებაში და ერთი წუთით არ დაუტოვებია შოვი, პირადად გაიზიარა ყველა ტკივილი, რომელიც ამ საზარელ ტრაგედიას ახლდა თან. მიუხედავად ყველაფრისა, ენას ძვალი რომ არ აქვს, ამ პრინციპით ცდილობენ ირაკლი კობახიძის ლანძღვას - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

მისი თქმით, შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად და აბსოლუტურად ამორალურად და დაუმსახურებლად ესვრიან ტალახს.

"ალბათ ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, ისეთი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულირებაა, რაც შოვში დატრიალდა. ჩვენ ყველამ დავინახეთ, როგორ ცდილობდა ოპოზიცია პირველივე წუთებიდან ტრაგედიით პოლიტიკური დივედენდების მოპოვებას. ყველამ ვნახეთ, როგორ ავრცელებნენ ფეიქ ამბებს, რომ რამენაირად ხელისუფლების იმიჯი დაზიანებულიყო და ამით პოლიტიკური ქულები მოეპოვებინათ.

შინაარსისგან დაცლილმა აქტივისტებმა ახლა ირაკლი კობახიძე ამოირჩიეს კრიტიკის ობიექტად და აბსოლუტურად ამორალურად და დაუმსახურებლად ესვრიან ტალახს. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძე პირადად იყო ჩართული ყველა ღონისძიებაში და ერთი წუთით არ დაუტოვებია შოვი. პირადად გაიზიარა ყველა ტკივილი, რომელიც ამ საზარელ ტრაგედიას ახლდა თან. მიუხედავად ყველაფრისა, ენას ძვალი რომ არ აქვს, ამ პრინციპით ცდილობენ ირაკლი კობახიძის ლანძღვას. ადამიანურად, მორალურად, ზნეობრივად, ყველანაირად მიუღებელია მსგავსი სიბინძურე. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შოვის ტრაგედიის გაზიარება მხოლოდ სოციალურ ქსელებში სტატუსების გამოქვეყნება და სხვების ლანძღვა ჰგონია" - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

დღის ამბები