15 ნოემბერი 2024,   16:08
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ტურიზმის, ბიზნესურთიერთობების განვითარების კუთხით.

დღის ამბები