28 აგვისტო 2026,   23:03
ვრცლად
უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედები გრძელდება - რუსული ძალების თავდასხმას, მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედები გრძელდება. იერიშები იყო დონეცკის რაიონში, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმა მოხდა ხერსონზეც, სადაც დაიღუპა ერთი და დაზარალდა 2 ადამიანი.

მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. იერიშებს 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, დაშავდა 6 პირი. დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია.

"ყოველ პორტზე თავდასხმა არის დარტყმა მსოფლიო სასურსათო ფასებზე, დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე აფრიკასა და აზიაში. ძირითადი რამ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ნორმალურ ცხოვრებას, არის საკვები. მსოფლიოში არცერთ სხვა ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს დაუმიზნებია ამდენი ერის უსაფრთხოებისთვის- ერთდროულად ასე ღიად და მიზანმიმართულად.ყველა საბრძოლო ბრიგადაში მეომრები პირველ კითხვებს სვამენ უპილოტოებზე, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე და სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე. დრონი არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებს არ მოუწევთ საკუთარი სიცოცხლით გადახდა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები