17 ივნისი 2024,   18:55
ვრცლად
მკვლელობა, გაუპატიურება, გატაცება და ძარცვა ჰაიტისთვის ძალადობაში ცხოვრება ყოველდღიურ რეალობად იქცა - მოსახლეობა დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს

ჰაიტი - კარიბის ზღვის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ამერიკის კონტინენტზე, თუმცა სიღარიბე აქ ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი მოსახლოებისაგნ ყოველდღიურად იცლება. დედაქალაქს 200-მდე კრიმინალური დაჯგუფება აკონტროლებს, რომლებიც მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან. ბოლო დღეებში საცხოვრებლის დატოვება 3000-ზე მეტ ადგილობრივს მოუწია. ძალადობრივმა ჯგუფებმა დაწვეს მათი სახლები და დაუხოცეს ოჯახის წევრები.

გატაცება, ძარცვა, გაუპატიურება, მკვლელობა - ადგილობრივებს ყოველდღიურად შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სიტუაცია ქვეყანაში მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2021 წელს ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს. პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კრიმინალურ ჯგუფებს ვერ უმკლავდება, მეტიც, ხშირ შემთხვევაში მთვარობა მოძალადე ჯუფებთან თანამშრომლობს. ადგილობრივები ხელიუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

ჰაიტიზე არსებულ სიტუაციას ჯოჯოხეთში ცხოვრებას ადარებს ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩი". ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსგავის სახის ვითარება ქვეყნაში შესაძლოა სამოქალაქო ომის ან ბუნებრივი კატასტროფის შედეგად წარმოიქმნას, თუმცა ჰაიტიზე არცერთი მათგანი არ ხდება. ის, რასაც ახლა ჰაიტი განიცდის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლაა.

დაგვიცავი!! - ათასობით ადგილობრივი ქუჩებში სიცოცხლის რისკის ფასად გავიდა და მთავრობისგან დახმარება მოითხოვა. ჰაიტელები დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგანაც ითხოვენ.

გაეროში აცხადებენ, რომ შესაძლოა სამართლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად ჰაიტიზე სამხედრო ძალები გაგზავნონ. უცნობია თუ როდის ჩატარდება შესაბამისი ოპერაცია, თუმცა ამ განცხადებებს უკვე მოყვა მუქარა ჰაიტიდან. ჯიმი შეიზი, მეტსახელად ბარბექიუ, პოლიციიის ყოფილი ოფიცერი და ახლა უკვე ქვეყნის ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ბანდის მეთაური უცხოურ სახედრო ძალებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჰაიტიზე ჩავლენ, დახოცვით ღიად დაემუქრა.

გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან კრიმინალური დაჯგუფებების ძალადობას 2000 ადამიანი ემსხვერპლა, იძულებით გადადაგილებულ პირთა რიცხვი 200 000-მდე გაიზარდა, გაიტაცეს 1000-ზე მეტი ადამიანი. 100 000-ზე მეტი ბავშვი კი შიმშილობს.

დღის ამბები