17 ივნისი 2024,   18:56
ვრცლად
"ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით შეთითხნა ცრუ ბრალდებები პროვოკაციის მიზნით" - თეა გოდოლაძის მიმართვა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, "ფეისბუკით" გამოეხმაურა. 

"საზოგადოებისა და ჟურნალისტების საყურადღებოდ,

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლებრივ ასპექტებზე მიმართეთ ჩემს ადვოკატებს - ლიკა ბითაძესა და ორგანიზაცია "საფარის" იურისტს, ნინო ანდრიაშვილს.

ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით,"- წერს თეა გოდოლაძე. 

ამასთან, თეა გოდოლაძე მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროვება ხელისუფლების ინტერესშია, რითაც მის დისკრედიტაციას ცდილობენ.

 

დღის ამბები