15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
ვბრუნდებით სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით... იქნება დამატებითი ჯავშანტექნიკა, გავაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას, ეკონომიკას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი შეთანხმებები მიღწეულია. მისი ინფორმაციით, უკრაინა დამატებით პოლიტიკურ მხარდაჭერას და დახმარებას მიიღებს.

"ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. უკრაინა-ბალკანეთის სამიტი. სამიტის მიჯნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ ვბრუნდებით სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით და ახალი შეთანხმებებით. ყველა ნათლად ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. იქნება თვითმფრინავები უკრაინისთვის. იქნება დამატებითი ჯავშანტექნიკა. ჩვენ გავაძლიერებთ საჰაერო თავდაცვას. ეკონომიკას, ჩვენს ექსპორტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თითქმის ყველა შეხვედრა ეხებოდა შავი ზღვის გავლით და ხმელეთზე საექსპორტო გზების დაცვას. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება საბერძნეთთან, რისთვისაც განსაკუთრებულად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის. საბერძნეთი მზად არის , დახმარება გაუწიოს ოდესის აღდგენას. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ არსებითია, არამედ ძალიან სიმბოლურიც. იგი სავსეა მრავალი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები