თბილისის საკრებულოს პარტია "საქართველოსთვის" წევრები საქართველოს პროკურატურას მიმართავენ, თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და დაადგინოს, იკვეთება თუ არა პოლიტიკური კორუფცია მმართველი გუნდის დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან. აღნიშნული განცხადება "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ პარტიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოში გააკეთა.
"მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არაა პოლიტიკური კორუფცია თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაშიძემ.