15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
2028 წლის პირველ იანვრამდე, ყველა ადამიანი, ვისაც აქვს დაგროვებითი პენსია, რჩება იმ პაკეტში, როგორც აქამდე იყო - ზაზა ლომინაძე

საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.

შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მომავალი 4 წელი, დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი უცვლელი რჩება, თუმცა იმ ადამიანებს რომელთაც საკუთარი დანაზოგის საშუალებით მეტი სარგებლის მიღება სურთ, საშუალება ექნებათ სააგენტოში მიმართვის საფუძველზე თანხა მაღალრისკიან პორტფელში განათავსონ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ 2028 წლის პირველ იანვრამდე, ყველა ადამიანი, ვისაც აქვს დაგროვებითი პენსია და არის საპენსიო პაკეტის მოსარგებლე, ყველა რჩება იმ პაკეტში, როგორც აქამდე იყო:

"პარლამენტი სექტემბრის თვეში მიიღებს ამ კანონს. 2028 წლის პირველ იანვრამდე, ყველა ადამიანი, ვისაც აქვს დაგროვებითი პენსია და არის მოსარგებლე ამ საპენსიო პაკეტის, ყველა რჩება იმ პაკეტში, როგორც იყო. პირველი მოსმენა საგაზაფხულო სესიაზე მიღებულია, 4 სექტემბერს კი უკვე მეორე მოსმენაა დაგეგმილი,"- აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ აპირებენ, რადგან კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

"ეს კანონი 2022 წლის შემოდგომას იყო შემოტანილი, პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მივიღეთ და არაფერი არ უშლიდა ხელს პარლამენტს, რომ იქვე მიგვეღო მეორე და მესამე მოსმენით, მაშინ ეს გაუგებრობა, რაც აგვისტოში დაიწყო არ მოხდებოდა.

ცხადია, ამ კანონპროექტს მხარს არ ვუჭერთ და მეტიც, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში საპენსიო რეფორმას საერთოდ გავაუქმებთ. არც კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი”  წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

დღის ამბები