15 ნოემბერი 2024,   16:10
ვრცლად
"პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად, ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს" - თელავის საკრებულოს წევრი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს  

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იმედა კევლიშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

როგორც კევლიშვილი აღნიშნავს, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გამო მიიღო. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებში უკვე რამდენიმე თვეა მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, ამის შესახებ არ იცოდა.

კევლიშვილი ასევე აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება.

"დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება. დავტოვო "ნაციონალური მოძრაობა".  იმიტომ ვტოვებ, რომ "ნაც მოძრაობამ" მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ დაუძახივარ, თავჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს,"" - წერს იმედა კევლიშვილი Facebook -ზე. 

დღის ამბები