15 ნოემბერი 2024,   16:00
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა, კიდევ არის კითხვები? ვფიქრობ არა - თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტზე

"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. 

მეგრელიშვილს მოჰყავს სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე ნათქვამი უარი და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, ის მაინც წავიდა.

"გერმანიაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას მომართა 12 ივლისს, 3 აგვისტოს ვიზიტზე ეთქვა უარი. სხვა ქვეყნებზეც მარტივად და გასაგებად დავწერ: 
ბელგიის სამეფო - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
ბულგარეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
დანიის სამეფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები -10 აგვისტოს მიმართა - 14 აგვისტოს უარი ეთქვა;
ისრაელის სახელმწიფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
პოლონეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
შვეიცარიის კონფედერაცია - 16 აგვისტოს მიმართა - 22 აგვისტოს უარი ეთქვა;
ჩეხეთის რესპუბლიკა - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
უკრაინა - 19 ივლისს მიმართა - 3 აგვისტოს უარი ეთქვა.
ანუ მიღებული ჰქონდა უარი და მაინც წავიდა!
ის კი არა, რომ იცოდა უარს ეტყოდნენ,
მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა!
კიდევ არის კითხვები, ვფიქრობ არა!" - წერს მეგრელიშვილი.

დღის ამბები