15 ნოემბერი 2024,   16:11
ვრცლად
გამომძიებლებმა კორუფციული სკანდალის მონაწილე ევროპარლამენტარის შვილის ბინიდან 280 ათასი ევრო ამოიღეს

გამომძიებლებმა კორუფციულ სკანდალში მონაწილე ევროპარლამენტარის შვილის ბინიდან 280 ათასი ევრო ამოიღეს. ინფორმაციას ბელგიის ფრანგულ ენოვანი გამოცემა Le Soir ავრცელებს.

32 წლის უგო ლემერი დედის, ბელგიელი პარლამენტარის, მარი არენას სახლის მიმდებარე ბინაში ცხოვრობს. ფული გამომძიებლებმა დეპუტატთან დაკავშირებული უძრავი ქონების ჩხრეკის დროს ამოიღეს. გამოცემის ცნობით, ფულის წარმომავლობა უცნობია და კორუფციულ სკანდალთან პირდაპირი კავშირი ჯერ არ არის დადგენილი.

დღის ამბები