15 ნოემბერი 2024,   16:05
ვრცლად
მის სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოფიციალური ვიზიტით არ არის წასული - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვიზიტზე

მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ზურაბიშვილი შეხვედრას ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტთან გამართავს. მთავრობის ცნობით, პრეზიდენტს ათ ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა უარი.

აქვე, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა უფლებამოსილებები და ის, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი მხოლოდ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის დაკნინება არ შეიძლება.

"რაც შეეხება მოგვიანებით გაკეთებულ ახსნას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოსალაპარაკებლად იყო წამოწყებული ეს კამპანია,  რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნეს რაღაცა ფორმით წახალისებული თუ ამ მიმართულებით მუშაობა განხორციელდეს ვფიქრობ, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც, მინიმუმ არა ევროკავშირის სახელმწიფოებში ვიზიტებზეა საუბარი სახელდახელოდ მოყვანილ არგუმენტს ჰგავს ანტურაჟისთვის გამოყენებულს და არა რეალურს. შეიძლება არსებობდეს საშიშროება იმისა, რომ ამ მიმართულებით პოზიციების შეუთანხმებლობამ გამოიწვიოს უხერხულობის შექმნა და კითხვის ნიშნების გაჩენა იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეთანხმებას აქვს თავის ფუნქცია და მნიშვნელობა. ამის დაკნინება არ შეიძლება. იმის დაკნინება, რაც კონსტიტუციამ აღარა მნიშვნელოვნად არ შეიძლება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს რისკები", - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ნდობა განულებულია. 

"საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციის დარღვევა არ შეიძლება და ამას მაინც აკეთებს ნათლად აჩენს იმას, რომ საქართველოს საზოგადოებას და კონსტიტუციას პატივს არ სცემს. მას არ აქვს უფლება იქ, რომ ოფიციალურად მოლაპარაკებები აწარმოოს. მის სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ოფიციალური ვიზიტით არ არის წასული,"- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები